საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№30/29 - 01
24.06.2019
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე ზოგიერთი დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ       


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 12 ივნისის N10 ოქმის  საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. გიორგი ჩემია  - „ექსპერიმენტული ეკონომიკის თეორიული საფუძვლების სრულყოფის ძირითადი მიმართულებები“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
1.2. ნინო კულატამიშვილი  - „სამუშაო ძალის სტრუქტურისა და თავისებურებების ეკონომეტრიკული ანალიზი შეზღუდული  დამოკიდებული ცვლადის მოდელებით (საქართველოს მაგალითზე) “
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი იური ანანიაშვილი
1.3. ნიკოლოზ მამისაშვილი  - „ლარის გაცვლითი კურსის დინამიკის ანალიზისა და პროგნოზირების მოდელები“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი იური ანანიაშვილი
1.4. გიორგი ბენაშვილი - „თავისუფალი ვაჭრობის გავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, (საქართველოს მაგალითზე)“
მეცნიერ ხელმძღვანელი - აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
1.5. თამარ გვენეტაძე  - „საერთაშორისო  ეკონომიკის  გავლენა  მომხმარებლის  ქცევაზე“
მეცნიერ ხელმძღვანელი - აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
1.6. გიორგი ლომიძე - „ტრანზაქციული დანახარჯების მინიმიზაცია და მათი გავლენა ეკონომიკურ ეფექტიანობაზე“
 მეცნიერ ხელმძღვანელი - აკადემიკოსი  ავთანდილ სილაგაძე
1.7. ზურაბ მჭედლიშვილი  - „ილია ჭავჭავაძის ეროვნული ეკონომიკური დოქტრინა გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციების ფონზე"
მეცნიერ ხელმძღვანელი - აკადემიკოსი  ავთანდილ სილაგაძე
1.8. თეიმურაზ სართანია - „საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების  პერსპექტივები  ევროინტეგრაციის  ფონზე“
მეცნიერ ხელმძღვანელი - აკადემიკოსი  ავთანდილ სილაგაძე
1.9. გოჩა სურგულაძე  - „ფინანსური ბაზრის ფორმირება და რეგულირება საქართველოში საერთაშორისო გამოცდილების ფონზე“
მეცნიერ-ხელმძღვანელი - აკადემიკოსი  ავთანდილ სილაგაძე
1.10. მარიამ ხურციძე  - „ნიკო ნიკოლაძის ეროვნული ეკონომიკური დოქტრინა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“
მეცნიერ ხელმძღვანელი - აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
1.11. ცოტნე იაშვილი - „შემოსავლების უთანაბრობის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე (საქართველოს მაგალითზე)“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა
1.12. ნათია ებრალიძე - "ახალგაზრდების დასაქმების თავისებურებები და მისი ეფექტიანობის ამაღლების გზები საქართველოში"
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი მურმან ცარციძე
1.13. მიხეილ მაჩიტიძე  - „ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენა მმართველობითი გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე“
მეცნიერ-ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორი  ეკა ჩოხელი
                                                                ასისტენტ პროფესორი რუსუდან სეთურიძე
1.14. ლალი ყიფშიძე -,,კაიზენის მეთოდოლოგიის ზეგავლენა საერთაშორისო კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე“  -
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი
1.15. ქრისტინე კაპანაძე -,,ინკლუზიური სამეწარმეო გარემო საქართველოში (პრობლემები და საერთაშორისო გამოცდილება)“  
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი
1.16. ირაკლი თაბაგარი -,,სურსათის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელების ადმინისტრაციული პროცესების ავტომატიზება და მართვის გაუმჯობესება“  
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი
1.17. გიორგი შატაკიშვილი - ,,საგარეო სავაჭრო პოტენციალი და მისი ზრდის ძირითადი მიმართულებანი საქართველოში“  
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი
1.18. ხატია უდესიანი - ,,მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამების ეფექტიანობა (უცხოური გამოცდილება და საქართველო)“   
 მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი
1.19. დარეჯან ოზმანოვა - „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების ძირითადი პერსპექტივები  ტუროპერატორულ ბიზნესში“ (საქართველოს მაგალითზე)
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი იოსებ ხელაშვილი
1.20. ელენე ჭანიშვილი - „მდგრადი ტურიზმის მარკეტინგის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები (აჭარის ა.რ. მაგალითზე)“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი იოსებ ხელაშვილი
1.21. ლალი ოქროშიძე - „საქართველოს ტურისტული ბიზნესის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები კონკურენტული გარემოს განვითარების თანამედროვე  ეტაპზე“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი იოსებ ხელაშვილი
2. ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ინესა ვაწაძეს, სადისერტაციო თემის: „ეკოტურიზმის ბაზრის შეფასება საქართველოში“  ნაცვლად დაუმტკიცდეს: „სოფლის ტურიზმის რესურსული პოტენციალის გამოყენების პრიორიტეტული მიმართულებები რაჭაში“.
3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,     პროფესორი          გიორგი ღაღანიძე